“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი ვარჯიშებს უახლოესი ორი ან სამი კვირის განმავლობაში დაუბრუნდება. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ აღნიშნა, რომ ბრაზილიელი ჯერ კიდევ მოასწრეს მიმდინარე საკლუბო სეზონში თამაშს.
“ორ-სამ კვირაში ნეიმარს ვარჯიშებზე ველოდებით”, – მოჰყავს ესპანელი სპეციალისტის სიტყვები სააგენტო AFP-ს.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა 25 თებერვალს, “მარსელთან” მატჩში მიიღო და სამკურნალოდ ოპერაცია დასჭირდა. “პარი სენ-ჟერმენი” გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, თითქმის გარანტირებული აქვს საფრანგეთის ჩემპიონობა და წინ საფრანგეთის თასის ნახევარფინალი ელის.