“პარი სენ-ჟერმენის” ფორვარდი ნეიმარი სასამართლოშია გამოძახებული თაღლითობის საქმეზე, რომელიც 2013 წელს, “სანტოსიდან” “ბარსელონაში” მის ტრანსფერს ეხება.
როგორც გაზეთი El Pais წერს, ასევე სასამართლოს წინაშე წარსდგებიან “ბარსელონას” ამჟამინდელი და ყოფილი პრეზიდენტები, აგრეთვე, ფეხბურთელის მამა.
გარიგების მონაწილეებს სასამართლოში უჩივლა საინვესტიციო ფონდმა DIS-მა, რომელსაც მიაჩნია, რომ მხარეების შეთანხმებისას, თავისი წილი არ მიუღია. საქმე ისაა, რომ ნეიმარზე უფლებების ნაწილი DIS-ს ეკუთვნოდა. ბრაზილიელის “ბარსელონაში” ტრანსფერისას დაიწერა, რომ გარიგება 57.1 მილიონ ევროდ განხორციელდა, მაგრამ, რეალურად, თანხა უფრო მაღალი იყო.
თუ ბრალს დაამტკიცებენ, ნეიმარს ორწლიანი პატიმრობა და 10 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.