ნეიმარი შეიძლება „ნიუკასლში“ გადავიდეს #1TVSPORT
ნეიმარი შეიძლება „ნიუკასლში“ გადავიდეს #1TVSPORT

„ნიუკასლ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა განიხილავს „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდის, ნეიმარის გაფორმების შესაძლებლობას, – ამტკიცებს პორტალი Fichajes.

ერთი კვირის წინ, 30 წლის ბრაზილიელსა და მის თანაგუნდელს ლიონელ მესის პსჟ-ის გულშემატკივრებმა „ბორდოსთან“ მატჩის დროს უსტვინეს. იმ ინციდენტის შემდეგ, ნეიმარი ბარსელონაში გაემგზავრა საკუთარი ვაჟის მოსანახულებლად. მოგვიანებით გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფორვარდი „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვებაზე დაფიქრდა.

ნეიმარის ანგარიშზე ხუთი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემაა 20 ოფიციალურ მატჩში.