საუდის არაბეთის „ალ-ჰილალისა“ და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი განიხილავს ბრაზილიური კლუბის, „სანტოსის“ შეძენას. ამის შესახებ გამოცემა Mundo Deportivo წერს.
წყაროს ცნობით, ნეიმარს თავისი ყოფილი კლუბის დახმარება სურს, რომელსაც 130 მილიონი ევროს ოდენობის დავალიანება აქვს. აღნიშნავენ, რომ ნეიმარი კლუბის აქციების შეძენის შესაძლებლობას თავის მამასთან ერთად გეგმავს. ფორვარდს მოსწონს ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდის, რონალდოს მაგალითი, რომელმაც 2021 წელს თავისი ახალგაზრდობის კლუბის, „კრუზეიროს“ აქციათა 90 პროცენტი შეიძინა.
ადრე პრესაში გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ ნეიმარი, შესაძლოა, 2025 წელს „სანტოსს“ ფეხბურთელის რანგში შეუერთდეს. 32 წლის ბრაზილიელი ამ გუნდში 2009-13 წლებში თამაშობდა.