ნეიმარი საფრანგეთის ჩემპიონატში სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ლილის“ წინააღმდეგ მატჩში მეტოქე ფეხბურთელთან ჩხუბისთვის.
საერთო ჯამში, ბრაზილიელი საფრანგეთის ჩემპიონატში სამ შეხვედრას გამოტოვებს, რადგან ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ემატება კიდევ ერთთამაშიანი სასჯელი მიღებული წითელი ბარათის გამო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი მატჩის მიწურულს გააძევეს მოედნიდან – მან მეორე ყვითელი ბარათი მეტოქის ხელის კვრისთვის მიიღო.