რამდენიმე ესპანურმა გაზეთმა დაწერა იმის შესახებ, რომ ნეიმარს აღარ სურს “პარი სენ-ჟერმენში” დარჩენა. ბრაზილიელი ფორვარდის მიზანია უკვე 2018 წლის ზაფხულში მადრიდის “რეალში” გადასვლა.
როგორც გაზეთი AS წერს, ამისთვის ნეიმარი მზად არის წავიდეს ხელფასის შემცირებაზე, რათა არ იყოს გამორჩეული მადრიდელთა სხვა ვარსკვლავებს შორის.
ასევე ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ ფორვარდი შეგნებულად ირთულებს ურთიერთობას თანაგუნდელებთან და პარიზელ ფანებთან, რათა “პარი სენ-ჟერმენის” ხელმძღვანელობამ ის ესპანეთში დააბრუნოს.
“დიჟონთან” საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში, ნეიმარმა სპეციალურად წაართვა ბურთი ედინსონ კავანის პენალტის შესასრულებლად, რისთვისაც მაყურებელთა მხრიდან სტვენა დაიმსახურა, მატჩის შემდეგ კი მოედანი დატოვა იმ დროს, როცა მისი თანაგუნდელები გულშემატკივრებს მადლობას უხდიდნენ.
ნეიმარი პარიზულ კლუბში 38 მილიონ ევროს იღებს წელიწადში.