ნეიმარი „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT
ნეიმარი „რეალის“ წინააღმდეგ ითამაშებს #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი ახლოს არის ტრავმის შემდეგ აღდგენასთან.

ბრაზილიელ ვარსკვლავს აღარ აქვს ფეხის არეში ტკივილის შეგრძნებები.

ნეიმარის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ შეძლებს 15 იანვარს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „რეალის“ წინააღმდეგ თამაშს, – ამის შესახებ დაწერა ფრანგულმა გაზეთმა L’Equipe-მა.

როგორც აღნიშნავენ, ნეიმარი ასევე სანიმუშო მენტალურ მდგომარეობაშია. ფორვარდს გასული წლის ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია.