ნეიმარი - პსჟ-ში მე და მესიმ ვნახეთ, როგორია ჯოჯოხეთი #1TVSPORT
ნეიმარი - პსჟ-ში მე და მესიმ ვნახეთ, როგორია ჯოჯოხეთი #1TVSPORT

საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფორვარდს, ნეიმარს მიაჩნია, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ თავისი ყოფილი თანაგუნდელი ლიონელ მესი არასაკმარისად იყო დაფასებული პარიზელი გულშემატკივრების მხრიდან. არგენტინელი ზაფხულში პსჟ-დან „ინტერ მაიამიში“ გადავიდა.

„მოხარული ვარ, რომ ლეოს ასეთი წელი ჰქონდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ნაღვლიანი ვარ მის გამო. ის სამოთხეში იყო არგენტინის ნაკრებთან ერთად, რომლის რიგებში ბოლო წლებში ყველაფერი მოიგო. პარიზში კი მან გაიგო, როგორია ჯოჯოხეთი. ორივემ გავიგეთ, რა არის ეს.

იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან უბრალოდ არ გადავდიოდით „პარი სენ-ჟერმენში“. გვინდოდა, ჩვენი მაქსიმუმი გვეჩვენებინა, გავმხდარიყავით ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები, შეგვექმნა ისტორია. სამწუხაროდ, წარმატებას ვერ მივაღწიეთ. მესი პსჟ-დან ისე არ წავიდა, როგორც იმსახურებდა. ყველამ იცის, როგორ ვარჯიშობს; როგორ იბრძვის, როცა აგებს. მიმაჩნია, რომ მას დაუმსახურებლად აკრიტიკებდნენ“, – მოჰყავს ნეიმარის სიტყვები გამოცემა Globo Esporte-ს.