ნეიმარი - პსჟ-ში დარჩენა მსურს და იმედი მაქვს, მბაპესაც
ნეიმარი - პსჟ-ში დარჩენა მსურს და იმედი მაქვს, მბაპესაც

ბოლო დროის განმავლობაში მედიაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ნეიმარს „პარი სენ-ჟერმენის“ დატოვება სურს და შესაძლო ვარიანტებს განიხილავს. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, TF1-თან ინტერვიუში, თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარიზში დარჩენა სურს და სხვა კლუბში გადასვლას არ აპირებს.

„მე აქ ძალიან ბედნიერი ვარ, პსჟ-ში დარჩენა მსურს და იმედი მაქვს, მბაპესაც. რა თქმა უნდა, ეს ყველა გულშემატკივრის სურვილია. ჩვენ გვინდა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ იყოს დიდებული კლუბი და მსურს გავაგრძელო იმის კეთება, რასაც აქ ვაკეთებ – ვითამაშო ფეხბურთი და ვიყო ბედნიერი“, – განაცხადა ნეიმარმა.

პარიზული კლუბი საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში „ლორიენს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში მოულოდნელად დამარცხდა – 2:3. ნეიმარმა ამ მატჩში დუბლი შეასრულა და ორივე გოლი თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა.

პსჟ 22 ტურის შემდეგ 45 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ლილის“ 3 ქულით ჩამორჩება.