„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სამშობლოში ისვენებს, პოკერის ტურნირის ფინალში გავიდა. ტურნირის სახელწოდებაა – High Roller BSOP Sao Paulo, – იტყობინება RMC Sport.
ფინალში ბრაზილიელს რვა მოთამაშე დაუპირისპირდება. სულ ტურნირში 288 ადამიანი ჩაება.
ნეიმარს შესაძლებლობა აქვს 78 ათასი ევრო გამოიმუშაოს. შედარებისთვის, „პარი სენ-ჟერმენში“ ფორვარდი თვეში 3 მილიონ ევროს იღებს.