ნეიმარი „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტას აპირებს
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვოს.
წყაროს ცნობით, ბრაზილიელს აქვს შესაძლებლობა, რომ გამოიყენოს ფიფა-ს წესებში არსებული პუნქტი. ამის თანახმად, ფეხბურთელს საშუალება ექნება ცალმხრივად გაწყვიტოს კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლიდან სამი წლის თავზე.
ფეხბურთელი პარიზულ კლუბში „ბარსელონადან“ 2017 წელს 222 მილიონ ევროდ გადავიდა. თუ ნეიმარი გადაწყვეტს ფრანგული გუნდის დატოვებას, მან კლუბს თავისი გადაწყვეტილების შესახებ უნდა აცნობოს პარიზელთა ბოლო მატჩის მომენტიდან 15 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ, ფიფა დაადგენს კომპენსაციის ოდენობას, რომელიც უნდა გადაუხადონ პსჟ-ს.
აღნიშნავენ, რომ კომპენსაციის ოდენობა შეადგენს 180 მილიონ ევროს. ამ ფულის გადახდა შეუძლია როგორც ნეიმარს, ასევე ფორვარდის ახალ კლუბს.
ადრე იწერებოდა, რომ ფორვარდი პრიორიტეტული სამიზნე იყო „ბარსელონასთვის“ ზაფხულის სატრანსფერო ბაზრისას. ბოლო დროს, ესპანური პრესის ინფორმაციით, ბრაზილიელისა და პარიზული კლუბის ხელმძღვანელობის ურთიერთობა დალაგდა.
მიმდინარე სეზონში ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ ოფიციალურ მატჩებში 20-ჯერ ითამაშა, 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.