ნეიმარი ორი კვირა ვერ ითამაშებს და „ბარსელონასთან“ ორივე მერვედფინალს გამოტოვებს
ნეიმარი ორი კვირა ვერ ითამაშებს და „ბარსელონასთან“ ორივე მერვედფინალს გამოტოვებს

„პარი სენ-ჟერმენმა“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა, რომ ნეიმარის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. ბრაზილიელმა დაზიანება ორი დღის წინ, საფრანგეთის თასის 1/32 ფინალის მატჩში მიიღო.

„ოთხშაბათს საღამოს, ნეიმარმა მიიღო მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს დაახლოებით ოთხი კვირის გამოტოვება მოუწევს“, – წერია პარიზელთა ოფიციალურ განცხადებაში.

ასე რომ, დიდი ალბათობით, ნეიმარს მოუწევს ექვსი მატჩის გამოტოვება – ის ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ორ მერვედფინალში “ბარსელონას” წინააღმდეგ და საფრანგეთის ჩემპიონატის ოთხ შეხვედრაში.

2017 წლის 13 აგვისტოდან მოყოლებული, როცა ბრაზილიელს დებიუტი ჰქონდა პსჟ-ის რიგებში, მან 191 შესაძლებლიდან 103 მატჩი ჩაატარა, რაც 53.9 პროცენტს შეადგენს.

ამ სეზონში ნეიმარმა 18 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.