„ალ-ჰილალის“ ფორვარდმა ნეიმარმა, შესაძლოა, დატოვოს საუდის არაბეთის ჩემპიონატი, – ამის შესახებ დაწერა ჟურნალისტმა ადემირ კინტინომ.
მისი ინფორმაციით, ბრაზილიელს სამომავლოდ სურს „სანტოსში“ დაბრუნება, რათა მშვიდად მოემზადოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატისთვის.
„ნეიმარის მეგობრებთან საუბრისას მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას საუდის არაბეთის კლუბთან არა ოთხწლიანი, არამედ ერთწლიანი კონტრაქტი აქვს, რათა შეძლოს „სანტოსში“ დაბრუნება მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთი წლით ადრე.
ნეიმარი დაუკავშირდა „სანტოსს“ და დაბრუნება სთხოვა. მას დიდი სურვილი აქვს, მშობლიურ კლუბში გააგრძელოს კარიერა“, – განაცხადა კინტინომ.