„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა განაცხადა, რომ მოვა დრო, როცა დევიდ ბექჰემის კლუბ „ინტერ მაიამიში“ ითამაშებს.
„მე ერთ-ერთი ვარ, რომელსაც ბექჰემის კლუბში თამაში შესთავაზეს, – თქვა ბრაზილიელმა OTRO – სთან ინტერვიუში. – მე მინდა, ამ გუნდში თამაში და დევიდს ასეც ვუთხარი, რომ ერთხელაც მის გუნდში ვითამაშებ.“
ამავე ინტერვიუში თავად დევიდ ბექჰემიც მონაწილეობდა, რომელმაც ნეიმარის სიტყვები დაადასტურა და ბრაზილიელს მიმართა:
„მე მინდა, რომ შენ ცარიელ ფურცელს მოაწერო ხელი. ეს იქნება ათწლიანი კონტრაქტი „მაიამისთან“ და ჩვენ ძალიან ბევრს არ გადავიხდით“- სიცილით თქვა ბექჰემმა.
28 წლის ბრაზილიელმა მიმდინარე სეზონში „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 15 ბურთი და 10 საგოლე პასი გააკეთა.