ნეიმარი მინიმუმ ნახევარი წელი ვერ ითამაშებს #1TVSPORT
ნეიმარი მინიმუმ ნახევარი წელი ვერ ითამაშებს #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრებისა და „ალ-ჰილალის“ ფორვარდი ნეიმარი ტრავმის გამო ხანგრძლივი დროით გამოვიდა მწყობრიდან.

თავდამსხმელმა ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში მიიღო მუხლის ტრავმა. მან პირველი ტაიმის ბოლოს საკაცით დატოვა მოედანი.

„ალ-ჰილალის“ პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ 31 წლის ფეხბურთელს დაზიანებული აქვს ჯვარედინი მყესები, აგრეთვე მენისკი აქვს გაწყვეტილი. ნეიმარს ოპერაცია ესაჭიროება, რის შემდეგაც ის სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს.

ბრაზილიური გამოცემა Globo-ს შეფასებით, ფეხბურთელის აღდგენას მინიმუმ ნახევარი წელი დასჭირდება.