ნეიმარი - მინდა, რომ ფინალში არგენტინა გავიდეს, მაგრამ კოპა ამერიკას ბრაზილია მოიგებს #1TVSPORT
კოპა ამერიკა დასკვნით ფაზაში შედის. უკვე გაიმართა ერთი ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ბრაზილიის ნაკრებმა პერუ მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (1:0) და ფინალის საგზური მოიპოვა.
პერუსთან გამართული მატჩის შემდეგ ბრაზილიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ფინალში არგენტინასთან თამაშს ისურვებდა.
„მინდა, რომ ფინალში არგენტინა გავიდეს. კოლუმბიის წინააღმდეგ მატჩში მე არგენტინას ვუგულშემატკივრებ, რადგან იქ ბევრი ჩემი მეგობარი თამაშობს. აი, ფინალში კი ბრაზილია გაიმარჯვებს“, – განაცხადა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინა-კოლუმბიის ნახევარფინალური შეხვედრა 7 ივლისს გაიმართება.