ნეიმარი - მინდა ისევ მესისთან ერთად ვითამაშო, ჩვენ ეს მომავალ წელს უნდა გავაკეთოთ
ნეიმარი - მინდა ისევ მესისთან ერთად ვითამაშო, ჩვენ ეს მომავალ წელს უნდა გავაკეთოთ

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ილაპარაკა თავის სურვილზე – ისევ ითამაშოს ერთ გუნდში „ბარსელონას“ კაპიტანთან ლიონელ მესისთან. ბრაზილიელი და არგენტინელი ერთად 2013-17 წლებში „ბარსელონაში“ გამოდიოდნენ.

„ისევ მინდა მესისთან თამაში. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი. მინდა დავტკბე თამაშით იმ დროს, როცა მინდორზე მის გვერდით ვიქნები. ჩვენ ეს მომავალ წელს უნდა გავაკეთოთ“, – თქვა ნეიმარმა ESPN Argentina-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ სიტყვების შემდეგ, ბევრმა გამოცემამ მიიჩნია, რომ ბრაზილიელმა მიანიშნა მესის „პარი სენ-ჟერმენში“ სავარაუდო გადასვლის შესახებ. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს „ბარსელონადან“ წასვლა 2020 წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ, გუნდმა არ გაუშვა. მისი კონტრაქტი კატალონელებთან 2021 წლის 30 ივნისს იწურება.