ფრანგული კლუბის, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ბრაზილიელი ნეიმარი გამოტყდა, რომ მისი კერპი არგენტინელი ლიონელ მესია.
„მე მითამაშია მესისთანაც და რონალდოსთანაც. ლეო და მე ერთ კლუბში ვთამაშობდით, ის ჩემთვის არის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, ჩემი კერპი ფეხბურთში. მესისგან ვსწავლობდი ვარჯიშებზე. რონალდო მონსტრია, მის წინააღმდეგ თამაში ძალიან საინტერესოა, სანახაობრივია. ის და მესი ორი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთანაც კი მითამაშია. მინდა ვისწავლო მათგან, მოვიგო ბევრი ტიტული და გავიტანო ბევრი გოლი.“