საფრანგეთის ლიგა 1-ის ხელმძღვანელობამ 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზის ნომინანტები დაასახელა.
როგორც გაზეთი Le Figaro წერს, სიაში მოხვდა “პარი სენ-ჟერმენის” სამი ფეხბურთელი – ედინსონ კავანი, კილიან მბაპე და ნეიმარი. ამ ტრიოს კონკურენციას “მარსელის” ნახევარმცველი ფლორიან ტოვენი გაუწევს.
შარშან, საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ედინსონ კავანი აირჩიეს.
“პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონის ტიტული ვადაზე ადრე მოიპოვა.