ნეიმარი - ხარატინი ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს
ნეიმარი - ხარატინი ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს

პსჟ-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა ინსტაგრამზე გააკეთა კომენტარი „შახტარის“ ფეხბურთელ ჟუნიორ მორაესის წერილზე, რომელშიც ის უკრაინის ლიგაში მსაჯობას აკრიტიკებდა.

მორაესმა გამოაქვეყნა ვიდეო,რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ განზრახ აყენებს ტრამვას „ზარიას“ ნახევარმცველი იგორ ხარატინი მის თანაგუნდელ ტაისონს უკრაინის პრემიერლიგის მატჩში, რომელიც ფრედ – 1: 1 დასრულდა.

„ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა“, – კომენტარს აკეთებს ნეიმარი ნანახზე. – „ის ფეხბურთიდან უნდა მოიკვეთოს. ეს მიუღებელია!