ნეიმარი ევროთასებზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ნეიმარი ევროთასებზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

პარი სენ-ჟერმენის ფორვარდ ნეიმარს ევროთასებზე სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. ამის შესახებ წერს უეფას ოფიციალური გვერდი. მიზეზი გახდა 27 წლის ბრაზილიელის საქციელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის დროს, რომელშიც პსჟ მანჩესტერ იუნაიტედს მასპინძლობდა. თამაშის შემდეგ, ნეიმარი ცდილობდა სამსაჯო ოთახში შეჭრას, რადგან უკმაყოფილო იყო არბიტრების მუშაობით. გარდა ამისა, ფორვარდმა საკუთარ ინსატგრამშიც გააკრიტიკა მსაჯები.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 24 ოფიციალური მატჩი ჩაატარა პარი სენ-ჟერმენის შემადგენლობაში და 20 გოლი გაიტანა.