ნეიმარი, დიდი ალბათობით, „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს #1TVSPORT
ნეიმარი, დიდი ალბათობით, „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტს 2026 წლამდე გაახანგრძლივებს #1TVSPORT

პარიზული გრანდის ბრაზილიელი ვარსკვლავი, დიდი ალბათობით, პსჟ-ში კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იასპარეზებს, – იუწყება le10sport. 

გამოცემის ინფორმაციით, ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ორივე მხარე ფაქტობრივად შეთანხმებულია და დოკუმენტი ოფიციალურად უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

აღნიშნავენ, რომ ახალი ხელშეკრულება 2026 წლამდე იქნება ძალაში, ნეიმარის მიმდინარე კონტრაქტი პარიზულ კლუბთან კი 2022 წლის ივნისში იწურება.

2020/21 წლების სეზონში ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ შემადგენლობაში 18 მაჩი ჩაატარა, გაიტანა 13 ბურთი და შვიდი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

ბრაზილიელი თავდამსხმელი პსჟ-ში 2017 წლიდან ირიცხება.