პსჟ-ს თავდამსხმელები ნეიმარი და კილიან მბაპე მე-5 ტურის მატჩს „ლივერპულთან“ სასტარტოში დაიწყებენ.
19 წლის ფრანგმა და 26 წლის ბრაზილიელმა ტრამვები სანაკრებო თამაშებისას მიიღეს და გამოტოვეს საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩი ტულუზასთან, რომელშიც დედაქალაქელებმა 1:0 გაიმარჯვეს.
ნეიმარი და მბაპე ხვალინდელ მატჩს „ლივერპულთან“ სასტარტოში დაიწყებენ – განაცხადა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.