„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა აღნიშნა, რომ კილიან მბაპესთან კონკურენცია არ აქვს და მათ შესანიშნავი ურთიერთობა აკავშირებთ. ნეიმარის თქმით კონკურენციას მბაპეს მხრიდან არც თვითონ განიცდის.
„ჩვენ მეგობრები ვართ და მოედანზე ერთმანეთს ყოველთვის ვეხმარებით, – ციტირებს ნეიმარს France Football. – მასში მართლა არის რაღაც განსაკუთრებული.
კონკურენცია კი ჩვენს შორის არ არსებობს. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობასა და თანამშრომლობაზეა დამყარებული“.