ბრაზილიის სამწვრთნელო შტაბმა დაასახელა მოთამაშეები, რომლებიც მოამზადებიან ნაკრების უახლოესი ამხანაგური მატჩებისთვის – 7 სექტემბერს, ტიტეს გუნდი კოლუმბიას შეხვდება, ოთხი დღის შემდეგ – პერუს.
მეკარეები – ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ვევერტონი (პალმეირასი), ივანი (პონტე პრეტა);
მცველები – დანი ალვეში (სან პაულუ), ფაგნერი (კორინთიანსი), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), ჟორჟე (სანტოსი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), სამირი (უდინეზე, იტალია);
ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), ალანი (ნაპოლი, იტალია), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ლუკას პაკეტა (მილანი, იტალია), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი);
ფორვარდები – ბრუნო ენრიკე (ფლამენგო), დავიდ ნერეში (აიაქსი, ჰოლანდია), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), რიჩარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი).