ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნებას ცდილობს
ნეიმარი „ბარსელონაში“ დაბრუნებას ცდილობს

„პარი სენ-ჟერმენის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ყველაფერს ეცდება, რომ ზაფხულის სტრანსფერო ფანჯრის პერიოდში „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, – იუწყება Sport.es.

გამოცემის ინფორმაციით, პარიზულ კლუბში უკვე შეეგუენ, რომ ნეიმარს ვერ შეინარჩუნებენ, სამაგიეროდ ეცდებიან, რომ ბრაზილიელი ფორვარდის ტრანსფერით მაქსიმალურად დიდი თანხა მიიღონ.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი აქტიურად არის ჩართული კორონავირუსთან ბრძოლის საქველმოქმედო ღონისძიებებში. ფეხბურთელმა დღესთვის უკვე მილიონ ევროზე მეტი გაიღო.