„პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავურმა ფორვარდმა ნეიმარმა ისევ უჩივლა სასამართლოში თავის ყოფილ კლუბ „ბარსელონას“, – იტყობინება ესპანური გამოცემა „ელ მუნდო“. ბრაზილიელი ირწმუნება, რომ ესპანურმა გრანდმა არ გადაუხადა მას დარჩენილი 3.5 მილიონი ევრო, რომელიც იქ გატარებული ბოლო სეზონისთვის ეკუთვნოდა.
უფრო ადრე, ნეიმარი „ბარსელონას“ ედავებოდა 43.6 მილიონ ევროს, მაგრამ გამოიტანა სარჩელი იმის გამო, რომ კლუბში დაბრუნებას აპირებდა და სურდა დაელაგებინა „ბარსასთან“ ურთიერთობა. მაგრამ ახლა, როცა დაბრუნება არ შედგა და ბრაზილიელი „პარი სენ-ჟერმენში“ დარჩა, მან გადაწყვიტა გააგრძელოს სასამართლო დავა, ოღონდ სხვა მიზეზით.