ნეიმარი „ბარსელონას“ დამარცხებაზე - ჩემმა ბიჭმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, პარედესი მონსტრია
ნეიმარი „ბარსელონას“ დამარცხებაზე - ჩემმა ბიჭმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, პარედესი მონსტრია

„პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ მატჩში კატალონიას ესტუმრა და „ბარსელონა“ საკუთარ, ლეგენდარულ მოედანზე – „კამპ ნოუზე“ გაანადგურა – 1:4.

ამ მატჩის მთავარი გმირი კილიან მბაპე იყო, რომელმაც კატალონიურ გრანდს სამი გოლი გაუტანა.

პარიზელების ბრაზილიელმა თავდამსხმელმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნეიმარმა „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფის შესახებ კომენტარი ტვიტერის საკუთარ გვერდზე გააკეთა.

„როგორი გუნდური თამაშია! ყველა მოწოდების სიმაღლეზე იყო. ჩემმა ბიჭმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, პარედესი – მონსტრია“, – წერს ნეიმარი.

ბრაზილიელმა კატალონიელებსაც მიმართა – „ბიჭებო, გახსოვდეთ, რომ თამაში თამაშია და ვერაფერს გააწყობ“.

აღსანიშნავია, რომ თავად ნეიმარმა ამ მნიშვნელოვან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო.