ნეიმარი 2027 წლამდე არ აპირებს პსჟ-ის დატოვებას #1TVSPORT
ნეიმარი 2027 წლამდე არ აპირებს პსჟ-ის დატოვებას #1TVSPORT

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ნეიმარი არ გეგმავს პარიზული გუნდის დატოვებას 2027 წლის ზაფხულამდე, – წერს გაზეთი „ეკიპი“.

აღნიშნავენ, რომ 31 წლის ბრაზილიელი არ წავა საფრანგეთის ჩემპიონის რიგებიდან იმ შემთხვევაშიც, თუ მისი ახლო მეგობარი ლიონელ მესი არ გააგრძელებს კონტრაქტს „პარი სენ-ჟერმენთან“.

ბოლოს ნეიმარმა 2021 წელს გააგრძელა ხელშეკრულება პსჟ-სთან და ახლა წელიწადში 36 მილიონ ევროს იღებს.

მიმდინარე სეზონში ნეიმარმა 29 ოფიციალურ მატჩში 18 გოლი გაიტანა და 17 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.