ნეიმარი 10 თვე ვერ ითამაშებს - ფორვარდს ხუთშაბათს ოპერაცია ელოდება #1TVSPORT
ბრაზილიელ ფორვარდს ნეიმარს მიმდინარე კვირას ოპერაცია ჩაუტარდება.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის „ალ-ჰილალის“ ფეხბურთელმა მარცხენა მუხლი დაიზიანა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ურუგვაის წინააღმდეგ. სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ნეიმარმა წინა ჯვარედინი მყესები და მენისკი ერთდროულად გაიწყვიტა.
„ალ-ჰილალი“ გეგმავდა, რომ ბრაზილიელს ოპერაციას პარიზში ჩაუტარებდნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა მოისურვა, რომ მისთვის ბრაზილიის ნაკრების ექიმს, როდრიგო ლასმარს ემკურნალა, – იტყობინება გამოცემა Globo. წერენ, რომ ოპერაცია ხუთშაბათს, ქალაქ ბელუ ორიზონეშია დაგეგმილი.
ვარაუდობენ, რომ აღდგენის პროცესი დაახლოებით 10 თვე გაგრძელდება.