ნეგრეირას საქმის განხილვისას „ბარსელონას“ ქრთამის მიცემაში წაუყენეს ბრალი #1TVSPORT
ნეგრეირას საქმის განხილვისას „ბარსელონას“ ქრთამის მიცემაში წაუყენეს ბრალი #1TVSPORT

ესპანეთის სასამართლო „ბარსელონას“ ქრთამის მიცემაში მიიჩნევს დამნაშავედ ნეგრეირას საქმესთან დაკავშირებით.

გამოცემა El Debate-სა და სხვა ესპანური მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბარსელონას საგამომძიებლო სასამართლოს თავმჯდომარემ, ხოაკინ აგირემ დანაშაულად მიიჩნია ესპანეთის ტექნიკური სამსაჯო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტისთვის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ მიერ 7.5 მილიონი ევროს გადახდა.

მექრთამეობაში დასდეს ბრალი თავად ხოსე მარია ენრიკე ნეგრეირას და მის ვაჟს, ქრთამის მიცემაში კი – კატალონური კლუბის ყოფილ პრეზიდენტებს, ჟოზეპ ბარტომეუსა და სანდრო როსელს.

სასამართლოს პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა მიიღოს დამატებითი ანაზღაურება თავისი მოვალეობების შესრულების სანაცვლოდ. მოსამართლე ეყრდნობა მსგავს პრეცედენტებს უმაღლესი სასამართლოს პრაქტიკიდან.