"ნეფთჩი" ქეცბაიას ელის, ქართველი პასუხს არ ჩქარობს
"ნეფთჩი" ქეცბაიას ელის, ქართველი პასუხს არ ჩქარობს

თემურ ქეცბაიას აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბში იწვევენ, მაგრამ ქართველი სპეციალისტი პასუხის გაცემას არ ჩქარობს. ამ ინფორმაციას azerisport.com ავრცელებს.

როგორც აზერბაიჯანული გამოცემა იუწყება, 50 წლის ქეცბაიას აზებაიჯანის ერთ-ერთ უმდიდრეს კლუბში, ბაქოს “ნეფთჩიში” მუშაობა ძალიან სარფიანი პირობებით შესთავაზეს. მაგრამ ის ჯერ პასუხს არ ჩქარობს.

შეგახსენებთ, რომ ქეცბაია ავარჯიშებდა კვიპროსულ “ანორთსოსისს”, “აპოელს”, ბერძნულ “ოლიმპიაკოსსა” და საქართველოს ნაკრებს, ბოლოს კი რუსეთის პირველი დივიზიონის “ორენბურგში” მუშაობდა, მაგრამ კლუბი 9 ტურის შემდეგ დატოვა.