ნედვედი - ალეგრის დრო სჭირდება, „იუვენტუსისგან“ კი მეტს ველოდები #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატის მე-11 ტურის მატჩში „იუვენტუსი“ „ვერონას“ ესტუმრა და მორიგი მარცხი იწვნია – 1:2.
ტურინული გრანდის ვიცეპრეზიდენტმა, პაველ ნედვედმა კლუბის ბოლოდროინდელი წარუმატებლობისა და „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანოს ალეგრის შესახებ ისაუბრა.
„მწვრთნელს დრო სჭირდება. ალეგრის უპირატესობა ისაა, რომ გუნდს ზედმიწევნით კარგად იცნობს, აანალიზებს, რას უნდა ელოდოს მოთამაშეებისგან. თუმცა, მან ასევე კარგად უნდა გაიცნოს ფეხბურთელები, რომლებთანაც მუშაობის გამოცდილება აქამდე არ ჰქონდა. ალეგრი შესანიშნავად ერკვევა ფეხბურთელებში, „იუვენტუსისგან“ კი მეტს ველოდები“.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ტურინული გრანდი მისთვის უჩვეულო მე-9 ადგილზე იმყოფება.