ნედელევს „ბოტევის“ გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ #1TVSPORT
ნედელევს „ბოტევის“ გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ #1TVSPORT

პლოვდივისბოტევის“ ასობით გულშემატკივარი გუნდის ვარსკვლავს, თოდორ ნედელევს ტაშით შეხვდა ახალი სეზონის დაწყებამდე ბოლო საკონტროლო შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა გაბროვოსიანტრასთან“ 0:0 დაასრულა.

საქართველოში ავტოავარიის შედეგად მიღებული ტრავმის შემდეგ, ბულგარეთის ნაკრებისა და „ბოტევის“ ლიდერი რეაბილიტაციას აგრძელებს. გამოცდილი ნახევარმცველი უახლოესი თვეების განმავლობაში ვერ ითამაშებს, რადგან თავის ქალის ოპერაციის შემდეგ მოედანზე დასაბრუნებლად დრო სჭირდება.

ბოტევიკონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გიორგი ქვილითაიას და მურთაზ დაუშვილის „აპოელთან“ მატჩისთვის ემზადება, რომელიც 20 ივლისს პლოვდივში გაიმართება, ხოლო 28 ივლისს განმეორებითი შეხვედრა ნიქოზიაში შედგება.

ცხადია, „ბოტევსნედელევი ვერ დაეხმარება. „აპოელშიპლოვდივის წინააღმდეგ არც ქვილითაია ითამაშებს, რომელიც ტრავმირებულია და გუნდს ერთი თვე ვერ დაეხმარება.