„ნაპოლის“ თაყვანისმცემლებს ხვიჩა კვარაცხელიას სახით ახალი გმირი ჰყავთ, – ამით ნეაპოლელმა ოსტატმა მარკო ფერინომ ისარგებლა, რომელმაც მისი პოპულარობიდან გამომდინარე, ქართველი თავდამსხმელის ფიგურების დამზადება დაიწყო, ნამუშევარს კი წარმოუდგენელი წარმატებით ყიდის, – ამის შესახებ გამოცემა „გრანდე ნაპოლი“ იუწყება.
„პრესვიტერიანული ხელოვნების ოსტატმა ფერინომ გადაწყვიტა პატივი მიეგო „ნაპოლის“ გულშემატკივართა ახალი გმირისთვის და მისი ფიგურების დამზადება დაიწყო. კვარაცხელია მოხვდა იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებსაც ეძღვნება ხელით მოხატული ტერაკოტის ფიგურა – ტრადიცია, თუ შეიძლება ასე დავარქვათ, რომელშიც გამოსახავენ ცნობილ სპორტსმენებსა და პოპულარულ პერსონაჟებს, მათ შორის პოლიტიკოსებს. წარმატება მყისიერი იყო და კვარაცხელიას ფიგურა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყველაზე გაყიდვადი გახდა“, – წერს გამოცემა.
„კვარაცხელიას ფიგურა ყველაზე გაყიდვადია, მას ყიდულობენ არა მხოლოდ ნეაპოლიტანელი გულშემატკივრები, არამედ ფეხბურთელები. ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელზეც ყველაზე მეტად უხეშობენ და არასოდეს წუწუნებს. ერთმა ქართველმა ქალბატონმა ხვიჩას სამი ფიგურა იყიდა“, – ეს არის სიტყვები, რომელიც მარკო ფერინომ რადიო CRC-ზე განაცხადა.
გამოცემა წერილს ასე ასრულებს: „ის, რაც ფერინომ თქვა, ადასტურებს, რომ ქართველმა ძალიან მოკლე დროში შეძლო ყველას ხასიათზე მოყვანა. ასე განაგრძე კვარაცხელია“.