ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონის დაწყებიდან რვა კვირა გავიდა. განვლილი პერიოდის შემდეგ დაგროვილი ქულების მიხედვით საუკეთესო გოლდენ სტეიტ „უორიორზის“ ერთ-ერთი ლიდერი კევინ დიურანტია, რომელმაც 721 ქულის ჩაგდება მოახერხა. მეორე ადგილზე ფილადელფიას ცენტრი ჯოელ ემბიდია, რომლის ანგარიშზე 675 ქულაა. მესამე პოზიციას ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ ახალწვეული და პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი,ლებრონ ჯეიმსია, მან ამ დროის მანძილზე 640 ქულა ჩააგდო.
შეხვედრაში საშუალოდ დაგროვილი ქულების მიხედვით პირველ ადგილზე ჰიუსტონ „როკეთსის“ ლიდერი ჯეიმს ჰარდენია, რომელიც ერთ მატჩში საშუალოდ 30.6 ქულას აგროვებს. კევინ დიურანტი ამ მაჩვენებლით მეორეა (30.0). მესამე პოზიციაზე ნიუ ორლეან „პელიკანსის“ ვარსკვლავი ენტონი დევისია (28.2). ყველაზე მეტი ზუსტი პასი ამ რვა კვირის მანძილზე, ტორონტოს გამთამაშებელმა კაელ ლაურიმ დააგროვა (237 პასი), მეორე ადგილზე 212 გადაცემით ნიუ ორლეანის მცველი ჯრუ ჰოლიდეი გავიდა. მესამეზე კი ფილადელფიას გამთამაშებელი ბენ სიმონსია.
რაც შეეხება საუკეთესო „მომხსნელებს“, აქ პირველ ადგილზე 335 მოხსნით ჯოელ ემბიდია, დეტროიტის ცენტრის, ანდრე დრამონდის ანგარიშზე 327 მოხსნაა. რუდი გობერმა კი ბურთი 311- ჯერ მოხსნა და ამ მაჩვენებლით მესამე პოზიციაზეა.