NBA-ში ყველაზე პოპულარული ნომერი დასახელდა
NBA-ში ყველაზე პოპულარული ნომერი დასახელდა

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე პოპულარული მესამე ნომერი მაისურია, – წერს ESPN-ის ჟურნალისტი დარენ როველი.

ამ ნომერს უპირატესობას ისეთი ვარსკვლავები ანიჭებენ, როგორებიც – კრის პოლი, სი ჯეი მაკალუმი, დუეინ უეიდი და ბრედლი ბილი არიან. სულ ლიგაში 20 კალათბურთელია, რომლებსაც მესამე ნომერი აქვს არჩეული.

მეორე ადგილზე ნომერი ორია – ამ ნომრით 19 კალათბურთელი თამაშობს.

დიდი პოპულარობა მოიპოვა ნომერმა – „0“, რომელიც რაოდენობის მიხედვით მესამე ადგილზეა. ის  რასელ უესტბრუკსა და დემიან ლილარდს აქვთ არჩეული. შარშან, ამ ნომერს მხოლოდ ხუთი კალათბურთელი ატარებდა.