NBA-ში რეგულარული სეზონი დასრულდა - ცნობილია პლეიოფის ოთხი წყვილი და პლეიინის სრული განრიგი #1TVSPORT
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაციაში (NBA) რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა, რომლის შემდეგ ცნობილია პლეიოფის ოთხი წყვილი, აგრეთვე პლეიინის წყვილები.
აღმოსავლეთი კონფერენციის პლეიოფის წყვილები:
ფილადელფია-ტორონტო
მილუოკი-ჩიკაგო
დასავლეთი კონფერენციის პლეიოფის წყვილები:
დალასი-იუტა
გოლდენ სტეიტი-დენვერი
თითო კონფერენციაში კიდევ ორ-ორი წყვილი პლეიინის ტურნირის დასრულების შემდეგ გაირკვევა.
პლეიინის მეშვეობით უნდა გამოვლინდეს პლეიოფის კიდევ ოთხი მონაწილე (ორ-ორი თითო კონფერენციიდან). უკვე ცნობილია პლეიინის განრიგი:
12 აპრილი. I მატჩი. ბრუკლინი-კლივლენდი
12 აპრილი. II მატჩი. მინესოტა-კლიპერსი
13 აპრილი. III მატჩი. ატლანტა-შარლოტი
13 აპრილი. IV მატჩი. ნიუ ორლეანი-სან ანტონიო
15 აპრილი. V მატჩი. I მატჩში წაგებული – III მატჩში მოგებული
15 აპრილი. VI მატჩი. II მატჩში წაგებული – IV მატჩში მოგებული
I და II მატჩში მოგებულები პლეიოფში გავლენ და შესაბამისად, „ბოსტონსა“ და „მემფისს“ შეხვდებიან. კიდევ ორი საგზური V და VI მატჩში მოგებულებს შეხვდებათ. ისინი, შესაბამისად, „მაიამისა“ და „ფინიქსს“ შეხვდებიან.