ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული ჩემპიონატის 21-ე კვირის გამორჩეული მოთამაშე გახდა დეტროიტის ცენტრი ანდრე დრამონდი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და საშუალოდ თამაშში 22.3 ქულა, 18.0 მოხსნა და 1.3 დაფარება დააგროვა.
დასავლეთში საუკეთესოდ მემფისის მცველი მაიკლ კონლი აღიარეს. მემფისმაც გასულ კვირას სამი მატჩი მოიგო, ხოლო კონლის საშუალო სტატისტიკური მაჩვენებლები იყო – 31.3 ქულა, 7.7 შედეგიანი გადაცემა და 1.3 ჩაჭრა.