ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კომისარმა ადამ სილვერმა ტელეკომპანია ESPN-ის ეთერში განაცხადა, რომ ლიგის გეგმებში არ შედის კორონავირუსის გამო სეზონის შეჩერება.
„ლიგა რა აპირებს სეზონის შეწყვეტას. განვიხილავთ სხვადასხვა ვარიანტს, მაგრამ ახლა გაჩერება არალოგიკური იქნებოდა. არსებობს გარკვეული პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რათა პირდაპირ ამ მომენტში პაუზა გამოვაცხადოთ“, – თქვა სილვერმა.
ამასთან, გამოცემა Bleacher Report-მა დაწერა, რომ NBA-მ, შესაძლოა, გადადოს რამდენიმე მატჩი, რომელიც შობაზეა დაგეგმილი. ლიგამ გააფრთხილა გუნდები, რათა ისინი მზად იყვნენ კალენდარში გარკვეული ცვლილებებისთვის.
წინასწარი განრიგით, 25 დეკემბერს ჩანიშნულია ხუთი შეხვედრა: ნიუ იორკი-ატლანტა, მილუოკი-ბოსტონი, ფინიქსი-გოლდენ სტეიტი, ლეიკერსი-ბრუკლინი და იუტა-დალასი.