ნბა-ს „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
ნბა-ს „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სასტარტო შემადგენლობები ცნობილია

18 თებერვალს ცნობილი გახდა გამოკითხვის შედეგები ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ სასტარტო შემადგენლობებზე.

გულშემატკივრებმა, მოთამაშეებმა და ჟურნალისტებმა ასეთი სასტარტო ხუთეულები აირჩიეს:

 

აღმოსავლეთი

კაირი ირვინგი (ბრუკლინი)

ბრედლი ბილი (ვაშინგტონი)

იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი)

კევინ დურანტი (ბრუკლინი)

ჯოელ ემბიდი (ფილადელფია)

 

დასავლეთი

სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი)

ლუკა დონჩიჩი (დალასი)

ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი)

კავაი ლეონარდი (კლიპერსი)

ნიკოლა იოკიჩი (დენვერი)

 

როგორც მოსალოდნელი იყო, გუნდების კაპიტნები იქნებიან, შესაბამისად, კევინ დურანტი და ლებრონ ჯეიმსი. 23 თებერვალს გამოცხადდება სათადარიგო მოთამაშეები და კაპიტნები დრაფტის პრინციპით, რიგრიგობით აირჩევენ მათ და დააკომპლექტებენ საკუთარ გუნდებს.

2021 წლის „ყველა ვარსკვლავის მატჩი“ 7 მარტს ატლანტაში გაიმართება.