ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ახალი სეზონის დაწყებამდე გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ მატჩებში უპირისპირდებიან.
მორიგი სათამაშო დღის ფარგლებში, „მილუოკი ბაქსმა“„ჩიკაგო ბულზი“ დამაჯერებელი ანგარიშით – 116:82 დაამარცხა. მილუოკელთა შორის საუკეთესო გიანის ანტეტონკუმპო იყო (19 ქულა, 13 მოხსნა, 5 პასი). 16 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ერიკ ბლედსოუმ. 15 ქულა იყო კრის მიდლტონის ანგარიშზე. ჩიკაგოელთა რიგებში 17 ქულით ბობი პორტისი გამოირჩა.
დღის სხვა მატჩებში „ბრუკლინი“ „ნიუ იორკთან“ დამარცხდა – 102:107.