დემიენ ლილარდმა ოკალჰომასთან გამართულ სერიის გადამწყვეტ, რიგით მეხუთე შეხვედრაში წარმოუდგენელი თამაში აჩვენა. პორტლენდის გამთამაშებელმა 50 ქულა დააგროვა და საკუთარ გუნდს ბოლო წამზე ჩაგდებული შორეული, წარმოუდგენელი სამქულიანით მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოუტანა.
ლილარდის სამქულიანი უყურადღებოდ არ დატოვეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავებმა.