ნბა-ის ახალი რეკორდი - „დალასმა“ „კლიპერსს“ პირველი ტაიმი 50 ქულის სხვაობით მოუგო (ვიდეო)

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) მორიგი მატჩები გაიმართა. 28 დეკემბერს 10 შეხვედრა ჩატარდა და გულშემატკივარმა არაერთი საინტერესო თამაში იხილა.

ყველაზე გამორჩეული „დალას მავერიქსისა“ და „ლოს ანჯელეს კლიპერსის“ შეხვედრა გამოდგა, სადაც NBA-ს ახალი რეკორდი დაფიქსირდა. მატჩის პირველი ტაიმი „დალასმაკავაი ლეონარდის გარეშე დარჩენილ „კლიპერსს“ 50 ქულის სხვაობით – 77:27 მოუგო. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1954-1955 წლების სეზონის შემდეგ, სწორედ ამ დროს შემოიღეს ლიგაში შეტევისას დროის კონტროლი.

დალასურ კლუბს, როგორც ყოველთვის, ლუკა დონჩიჩმა ულიდერა. სლოვენიელის მონაგარი არასრულ 26 წუთში 24 ქულა, 9 მოხსნა და 8 პასი იყო. საბოლოო ჯამში კი „დალასმა“ „კლიპერსს“ 124:73 მოუგო.

 

NBA-ს დანარჩენი შეხვედრები:

 

შარლოტი-ბრუკლინი 106:104

 

ნიუ ორლეანსი-სან ანტონიო 98:95

 

ვაშინგტონი-ორლანდო 113:120

 

კლივლენდი-ფილადელფია 118:94

 

ნიუ იორკი-მილუოკი 130:110

 

ჩიკაგო-გოლდენ სტეიტი 128:129

 

ინდიანა-ბოსტონი 108:107

 

საკრამენტო-ფინიქსი 100:116

 

ლეიკერსი-მინესოტა 127:91