NBA-მ ოფიციალურად განაცხადა, რომ სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ლიგაში მოთამაშე 48 კალათბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. 24-30 ნოემბერს ტესტი 546 მოთამაშეს ჩაუტარდა და 8.7 პროცენტის შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა.
„ყველა ის კალათბურთელი, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა იქნება თვითიზოლაციაში, იქამდე სანამ არ დააკმაყოფილებს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოთხოვნებს, რომლებიც CDC-ის მითითებების მიხედვით არის დადგენილი“, – წერია NBA-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ივნისში, როცა კალათბურთელები NBA-ს 2019/20 წლების სეზონის დარჩენილ მატჩებს დაუბრუნდნენ ეს მაჩვენებელი იყო 5.3 პროცენტი.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ასოციაცია სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე თარიღი არ შეცვლილა და NBA გულშემატკივრებს 12 დეკემბერს წინასასეზონო მატჩებით, ხოლო 23 დეკემბერს კი რეგულარული სეზონით დაუბრუნდება.