NBA პლეი ოფი - „ნიუ ორლეანმა“ „პორტლენდს“ მოუგო
NBA პლეი ოფი - „ნიუ ორლეანმა“ „პორტლენდს“ მოუგო

ერთადერთი სტუმარი, რომელმაც პლეი ოფის პირველ დღეს მოიგო, “ნიუ ორლეანია“. ენტონი დევისის გუნდი, თამაშის მსვლელობისას, 19 ქულით უგებდა “პორტლენდს“, მაგრამ გაჭირვებით, ორი ქულით გაიმარჯვა. ამასთან, 48 წუთის განმავლობაში, “ბლეიზერსი” არც ერთხელ წინ არ ყოფილა.
ენტონი დევისი 35 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო “ნიუ ორლეანში”. მან ორით ნაკლები ქულა დააგროვა, ვიდრე “პორტლენდის” ლიდერებმა – სი ჯეი მაკოლუმმა (19) და დამიენ ლილარდმა (18) ერთად.

პორტლენდი-ნ. ორლეანი 95:97
18:21, 18:24, 27:30, 32:22
პ: მაკოლუმი (19), ლილარდი (18+7 მოხსნა+7 პასი), ტერნერი (13+7 მოხსნა), ნურკიჩი (11+11 მოხსნა), ამინუ (7+7 მოხსნა) – სასტარტო; კოლინზი (8), კონაუტონი (7), ნაპიერი (6), დევისი (6+13 მოხსნა), ბოლდუინი (0), ლენარდი (0).
ნ-ო: დევისი (35+14 მოხსნა+4 დაფარება), ჰოლიდეი (21+7 მოხსნა), მიროტიჩი (16+11 მოხსნა+4 დაფარება), რონდო (6+8 მოხსნა+17 პასი), მური (4) – სასტარტო; კლარკი (10), ჰილი (3), დიალო (2), მილერი (0).
სერია: 0-1