დასრულდა ევროპელი გულშემატკივრების ხმის მიცემა NBA-ის ისტორიაში უდიადესი დინასტიის გამოსავლენად. გამოკითხვა ლიგის 75 წლისთავის აღნიშვნის რანგში ჩატარდა.
ხმების 46 პროცენტის დაგროვებით, საუკეთესო დინასტიად გამოცხადდა 1995-98 წლების „ჩიკაგო ბულზი“. ამ პერიოდში ჩიკაგოელებმა მაიკლ ჯორდანის მეთაურობით ზედიზედ სამჯერ მოიგეს ჩემპიონის ტიტული.
გამოკითხვის სრული შედეგები ასე გამოიყურება:
- ჩიკაგო (1995-98) – 46%
- ბოსტონი (1969-76) – 24%
- გოლდენ სტეიტი (2015-18) – 15%
- ლეიკერსი (1979-89) – 12%
- ბოსტონი – (1980-87) – 3%
საიუბილეო სეზონის ბოლომდე ევროპელი გულშემატკივრები აგრეთვე აირჩევენ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ფორმას, საუკეთესო მომენტს ევროპელი მოთამაშის მონაწილეობით და შეადგენენ ორ სიმბოლურ ნაკრებს ევროპის საუკეთესო კალათბურთელებისგან.