NBA-მ უარი უთხრა „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეს რელიგიური მიზეზებით ვაქცინაციისგან გათავისუფლებაზე #1TVSPORT
NBA-მ უარი უთხრა „გოლდენ სტეიტის“ მოთამაშეს რელიგიური მიზეზებით ვაქცინაციისგან გათავისუფლებაზე #1TVSPORT

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გაავრცელა განცხადება „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის ენდრიუ უიგინსის თხოვნაზე – რელიგიური მოსაზრებებით გაათავისუფლონ კორონავირუსის ვაქცინაციისგან.

ასოციაციამ უარი თქვა კალათბურთელის თხოვნის დაკმაყოფილებაზე, მიზეზად კი დაასახელა სან ფრანცისკოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ბრძანება, რომელიც ითხოვს ვაქცინაციის აუცილებელ გავლას იმ პირთათვის, რომლებიც დახურულ შენობებში მსხვილ ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას.

ასე რომ, უიგინსი ვერ მიიღებს მონაწილეობას კლუბის საშინაო მატჩებში, სანამ ამ მოთხოვნას არ შეასრულებს.

„გოლდენ სტეიტი“ 2021-22 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატის პირველ მატჩს 20 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე გამართავს.