ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) დაასრულა 2022-23 წლების რეგულარული სეზონის შეჯამება. ყველაზე ბოლოს ლიგამ გამოაქვეყნა სეზონის სიმბოლური ნაკრებები:
I სიმბოლური ნაკრები – იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი, 7), ჯეისონ ტეიტუმი (ბოსტონი, 3), ჯოელ ემბიდი (ფილადელფია, 5), ლუკა დონჩიჩი (დალასი, 4), შეი გილჯეუს-ალექსანდერი (ოკლაჰომა, 1).
II სიმბოლური ნაკრები – ჯიმი ბატლერი (მაიამი, 5), ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი, 1), ნიკოლა იოკიჩი (დენვერი, 5), სტეფენ კარი (გოლდენ სტეიტი, 9), დონოვან მიტჩელი (კლივლენდი, 1).
III სიმბოლური ნაკრები – ლებრონ ჯეიმსი (ლეიკერსი, 19), ჯულიუს რენდლი (ნიუ იორკი, 2), დომანტას საბონისი (საკრამენტო, 1), დე’აარონ ფოქსი (საკრამენტო, 1), დემიენ ლილარდი (პორტლენდი, 7).