ნბა-მ სეზონის რესტარტის საუკეთესო მოთამაშე და სიმბოლურები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) ორლანდოში სეზონის რესტარტის შედეგები შეაჯამა და საუკეთესოები დაასახელა.
სეზონის განახლების შემდგომი პერიოდის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) „პორტლენდის“ გამთამაშებელი დემიან ლილარდი აღიარეს. მან რვა მატჩში საშუალოდ 37.6 ქულა, 4.3 მოხსნა და 9.6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საუკეთესო მწვრთნელი გახდა „ფინიქსის“ დამრიგებელი მონტი უილიამსი. მისმა გუნდმა რვიდან რვა მატჩი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა პლეი ოფში მოსახვედრად.
ასევე შეადგინეს ორი სიმბოლური ნაკრები:
პირველ გუნდში მოხვდნენ – დემიან ლილარდი (პორტლენდი), დევინ ბუკერი (ფინიქსი), ლუკა დონჩიჩი (დალასი), ტი ჯეი უორენი (ინდიანა), ჯეიმს ჰარდენი (ჰიუსტონი).
მეორე გუნდის შემადგენლობა ასეთია – იანის ანტენტოკუნმპო (მილუოკი), კავაი ლეონარდი (კლიპერსი), მაიკლ პორტერი (დენვერი), კარის ლევერტი (ბრუკლინი), კრისტაპს პორზინგისი (დალასი).